შპს სატრაპეზო
შპს სატრაპეზო (ყოფილი შპს შირნჰოფერი) დაფუძნებულია 2005 წლის 6 დეკემბერს.
კომპანიას გააჩნია საქართველოს ძეხვისა და ხორცპროდუქტების ბაზარზე წარმატებული ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება – მისი ბიზნეს საქმიანობის შედეგი გახლავთ უპრეცენდენტო სასაწყობე მეურნეობა, სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა და კომპანიის სავიზიტო ბარათი – დელიკატესების სპეციალიზებული მარკეტი „ლოიდლი“, რომელიც უპირობო ლიდერია ხორცპროდუქტების სპეციალიზებულ მარკეტებს შორის. კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა პრიორიტეტი მუდამ იყო სახსრების დაბანდება მაღალ ტექნოლოგიებში, სარეალიზაციო, სასაწყობე თუ საწარმოო მეურნეობის აღჭურვის ყოველ ეტაპზე. კომპანიის მიზანია განაგრძოს ინოვაციების დანერგვა, გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე და შეიტანოს წვლილი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან და ფასეულობებთან ინტეგრირებაში. ხარისხი, როგორც მთავარი პრიორიტეტი, შუალედურ და საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასი – ხარისხის შეფარდება გახლდათ საფუძველი იმისა, რომ კომპანიამ სწრაფად შეიძინა ლოიალური მომხმარებლი და კომპანიის სახელი ასოცირებულია გარანტირებულ ხარისხთან.
ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე წარმოდგენილია ევროპელ მწარმოებლებთა ნუსხა, რომლებიც კომპანიამ, დაფუძნებიდან დღემდე, გააცნო საქართველოს მომხმარებელს.
კოპანიის პოზიციონირება და ადგილობრივი წარმოების პროექტის მიზანი
წლების მანძილზე, საკუთარი ძალებით წარმოებული კვლევებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის მიერ იმპორტირებული ძეხვეულის მოცულობა შეადგენდა კატეგორიის მთლიანი იმპორტის 60-65%-ს და ძეხვისა და ხორცპროდუქტების მთლიანი ბაზრის მოცულობის დაახლოებით 20%-ს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია, მაშინ როცა ქვეყნის შიდა ბაზარზე ძირითადად მიმდინარეობდა საფასო პოლიტიკაზე დაფუძნებული კონკურენცია, გაუფერულებული იყო საკვები პროდუქტების რითეილის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მომხმარებლისდაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, ხშირად ხარისხი და უსაფრთხოება არც კი განიხილებოდა, როგორც გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორი – სურსათის შეძენისას. ადგილობრივი წარმოება აძლევს კომპანიას საშუალებას სრულად გააკონტროლოს პროცესი, ნედლეულის შეძენიდან საბოლოო პროდუქტის წარმოებამდე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მივიღოთ გარანტირებული ხარისხი – მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად. ვიმედოვნებთ რა, რომ ქვეყანაში შეიცვლება, მაკონტროლირებელი ორგანოებისა და მომხმარებლების, მიდგომა სურსათის ხარისხის სტანდარტების მიმართ, ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ადგილობრივი წარმოების გამართვა და ქვეყანაში ხორცპროდუქტების წარმოების ახალი სტანდარტების დაფუძნება არის კომპანიის ნომერ 1 ამოცანა.
ჩვენი ისტორია!

2014
წლის აგვისტო - კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა დელიკატესი ხორცპროდუქტების მწარმოებელ გერმანულ კომპანია Reinert-თან.

2013
წლის დეკემბერი - კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა დელიკატესი ხორცპროდუქტების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია Wiesbauer-თან.

2013
წლის აგვისტო - კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა დელიკატესი ხორცპროდუქტების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია Sorger-თან.

2011
წლის აპრილი - კომპანია ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა დახმარების გაწევას ადგილობრივი ფერმერებისთვის, მარცვლეული კულტურების მოყვანაში.

2011
წლის მარტი - კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა ხილის წვენების მწარმოებელ, ავსტრიულ, კომპანიასთან Rauch.

2011
წლის იანვარი - კომპანიამ დაასრულა დედაქალაქის და მისი შემოგარენის დისტრიბუციის ფორმირება და გაყიდვების სამსახური აღიჭურვა 17 სადისტრიბუციო ეკიპაჟით, აქედან 13 Van Selling, ხოლო 4 Pre Selling სისტემისთვის.

2011
წლის იანვარი - დაიდო კონტრაქტი კომპანია Apex -თან და კომპანიაში დაინერგა ERP სისტემა.

2010
წლის აგვისტო - კომპანიამ შეიძინა პირუტყვი, ფერმერული მეურნეობისთვის.

2009
წლის დეკემბერი - კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი, სასოფლო - სამეურნეო მიზნობრივობით.

2009
წლის სექტემბერი - გაფართოვდა სასაწყობე მეურნეობა, აიგო დამატებითი, უარყოფითი და დადებითი ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველმყოფი, მაცივარ - საწყობები.

2008
წლის ოქტომბერი - კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა ავსტრიული კონცერნი Vivatis-ის წევრ კომპანიებთან Loidl და Landhof.

2008
წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით - კომპანიამ ორი თვის განმავლობაში, საქველმოქმედო დანიშნულებით, გასცა 62 ტონაზე მეტი ძეხვეული.

2008
წლის მარტი - საფირმო მარკეტში ექსპლოატაციაში შევიდა, ავსტრიიდან იმპორტირებული, თანამედროვე მანქანა - დანადგარებით აღჭურვილი პურის საცხობი.

2007
წლის ნოემბერი - დასრულდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სასაწყობე მეურნეობის პირველი, დიდი მაცივარ - საწყობის მშენებლობა.

2007
წლის ნოემბერი - თბილისში გაიხსნა დელიკატესების სპეციალიზებული მარკეტი.

2005
წლის დეკემბერი - დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “შირნჰოფერი”